გიორგი მიქაუტაძე „მეცის“ თვის საუკეთესო მოთამაშეა

10 თებერვალი 2023, 20:48 596 ნახვა

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე კლუბის თვის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს და ლიგა 2-ის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. გიორგი მიქაუტაძე „მეცის“ გულშემატკივართა რჩეული გახდა ის თვის მოთამაშედ გამოკითხულთა 60 პროცენტმა დაასახელა. ასევე ქართველი თავდამსხმელი ლიგა 2-ის ოფიციალურმა გვერდმა 22-ე ტურის სიმბოლურ გუნდში დაასახელა. გიორგი მიქაუტაძემ ბოლო 5 მატჩში 4 გოლი გაიტანა, სულ 22 შეხვედრაში კი მის ანგარიშზე 11 გოლია (+ 5 საგოლე გადაცემა) და ლიგა 2-ის ბომბარდირს, „ბორდოს“ თავდამსხმელს ჯოშ მაიას გაუთანაბრდა.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი