აქვე გაგაცნოთ ინფორმაციას, რომელსაც სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს - განცხადებაში ნათქვამია, რომ პენიტენციური სასახური მწუხარებას გამოთქვამს თურქეთში მიწისძვრის შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო და სოლიდარობას უცხადებს თურქ ხალხს. თურქი ხალხის მხარდასაჭერად სპეციალური პენიტენციური სამსახური გამოხატავს კეთილ ნებას და პარტნიორი სატელეფონო კომპანიის ხელშეწყობით საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მყოფ ყველა თურქ ბრალდებულს/მსჯავრდებულს სატელეფონო სასაუბრო დროს დაუფინანსებს.