საქართველოს პრეზიდენტის განცხადება და პოლიტიკური შეფასებები

10 თებერვალი 2023, 14:16 516 ნახვა

სალომე ზურაბიშვილის კრიტიკულ  განცხადებას  კრიტიკით უპასუხეს მმართველ გუნდში. ქართულ ოცნებაში მიაჩნიათ , რომ პრეზიდენტი  ,,ტრენდში“  ჩაჯდა და,  რომ  მისი   პოზიცია  ზოგიერთი ოპოზიციონერის  პოზიციას ემთხვევა.  

,,ქართულ ოცნებას“  გამიჯნული დეპუტატები კი პრეზიდენტს უფლებამოსილებას ახსენებენ და ურჩევენ,  იმოქმედოს ქვეყნის ინტერესების დასაცავად.

სახელისუფლებო პარტიისა და ხალხის ძალის დეპუტატებისგან განსხვავებით პრეზიდენტს უწონებენ გზავნილს უმცირესობაში, ოღონდ მიაჩნიათ, რომ   კიდევ უფრო მეტად  პოლარიზაცია არ არის სასურველი.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებას რაც შეეხება, ქვეყნის მთავარსარდალი აცხადებს,   რომ  გზავნილები, რაც ბოლო ორი დღეა  მმართველი პარტიისგან ისმის,  წინააღმდეგობაში მოდის  ყველა პარტნიორი ქვეყნის სახელმწიფო ლიდერის განცხადებებთან. 

ქვეყნის პრეზიდენტი სიტყვა დეფეტიზმსაც  ახსენებს და ამბობს, რომ ეს უნისონშია მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ნარატივთან

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი