საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მოლდოვის ნაკრებთან მე-2 ამხანაგური თამაში ჩაატარა. საქართველოს ნაკრებმა გადახალისებული შემადგენლობით მოლდოვას ორივე ტესტ-მატჩში აჯობა წინა მატჩი რომელიც 8 თებერვალს გაიმართა 3:2 დამთავრდა, ხოლო ახლა 3:1.
ვინაიდან შეხვედრა უეფას მიერ გამოყოფილ სანაკრებო ფანჯარაში არ გაიმართა, ნაკრებმა ლეგიონერების გარეშე, საქართველოს ფუტსალის ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებით ითამაშა. გოლების გატანა ვახტანგ კეკელიამ,ირაკლი თოდუამ და საბა ტყეშელაშვილმა მოახერხეს.
ბოლოს კი სტუმრებმა პრესტიჟის ბურთიც გაიტანეს. საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით შეხვედრას 7 მარტს, სტუმრად ბელგიასთან გამართავს.
ავთანდილ ასათიანის გუნდს, რომელიც მე-2 შესარჩევი ჯგუფის ლიდერია, ელიტ-რაუნდში პირდაპირ მოხვედრის დიდი შანსი აქვს.