თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ „ბარსელონასთან“ დამარცხდა

10 თებერვალი 2023, 10:44 546 ნახვა

ევროლიგის 24-ე ტურში თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონიამ ბარსელონას უმასპინძლა და 17 ქულით ანგარიშით 75:92 დამარცხდა თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 17 წუთი გაატარა, რა დროშიც 10 ქულა, 4 მოხსნა და ერთი დაფარება დააგროვა.

ბარსელონას ნიკოლა მიროტიჩმა ულიდერა, რომელმაც 17 ქულა ჩააგდო. ბოლო პერიოდის წინ ბარსელონა 35 ქულას იგებდა და ვირტუსმა მხოლოდ ბოლო მეოთხედი მოიგო.

ვირტუს ბოლონია ამ დროისთვის ევროლოგის ცხრილში მე-12 ადგილზეა და 25-ე ტურში ბასკონიას უმასპინძლებს.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში