დღესვე ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს თამარ ლილუაშვილს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული თანამშრომლობა და მისი გაღრმავების პერსპექტივები მიმოიხილეს.
თამარ ლილუაშვილი ამ დრომდე ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციას იკავებდა.