ალკოჰოლდამოკიდებულებს მკურნალობა დაუფინანსდებათ

09 თებერვალი 2023, 14:30 747 ნახვა
00:00
00:00

მათ, ვინც ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობები აქვს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო სტაციონალურ მომსახურებას სრულად  დაუფინანსებს. პაციენტს უფლება აქვს სამედიცინო დაწესებულება თავად აირჩიოს.

რაც შეეხება კრიტერიუმებს,  ბენეფიციარი ერთი წლის განმავლობაში უწყვეტად უნდა იყოს რეგისტრირებული აჭარის ტერიტორიაზე.

პროგრამის მიზანია, პაციენტებისათვის ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ჯანმრთელობის ზიანის შემცირება და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში