მიუნხენში ქალთა გრან პრიზე ნანა ძაგნიძე საპრიზო სამეულში ადგილს ინარჩუნებს

09 თებერვალი 2023, 14:04 520 ნახვა

ნანა ძაგნიძემ მიუნხენში მიმდინარე ქალთა გრან პრის გათამაშების მეექვსე ტურში შეხვედრა ყაიმით დაასრულა. ნანას მეტოქე ჩინელი ჟუ ჯინერი იყო. მეექვსე ტურის ყველა შეხვედრა ფრედ დასრულდა, ამრიგად ძაგნიძე ინარჩუნებს ადგილს საპრიზო სამეულში. მომდევნო ტურში ქართველის მეტოქე პოლონეთის წარმომადგენელი, ალინა კაშლინსკაია იქნება.

ქალთა გრან პრის გათამაშებაში სულ 17 ქალი მოჭადრაკე მონაწილეობს და თითოეული ეტაპის საპრიზო ფონდი 80 000 ევროა, საიდანაც გამარჯვებულს 15 000 ერგება.

ფიდეს ქალთა გრან პრის სერიის ფარგლებში 4 ეტაპი გაიმართება და აქედან თითოეული მონაწილისთვის სამ ტურნირშია სავალდებულო თამაში.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი