"თავისუფლება მიშას"- ამ სლოგანით "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ხელვაჩაურის მერიასთან აქციას მართავენ.
პარტიის წევრები აცხადებენ, რომ ეს ერთადერთი აქცია არ იქნება.
მათივე თქმით, აქციები გაიმართება პერმანენტულად და ისინი გააპროტესტებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს არ ეძლევა სათანადო მკურნალობის საშუალება. აქციაზე შეკრებილები აკრიტიკებენ "ქართული ოცნების" მმართველობასაც.
აქციაზე არ იმყოფებიან "ნაციონალური მოძრაობის" ე.წ მეორე ფლანგის წევრები.
შეგახსენებთ, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროტესტის უწყვეტი ტალღა მას შემდეგ დააანონსა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.