ბათუმში, აბუსერიძისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაზე ერთმანეთს რამდენიმე მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 6 ავტომობილი დაზიანდა.
შემთხვევის ადგილას მობილიზებულია პოლიციის რამდენიმე ჯგუფი.
ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება.