ბრატისლავას „სლოვანი“, რომელშიც 3 ქართველი ფეხბურთელი თამაშობს სლოვაკეთის თასის მეოთხედფინალშია

08 თებერვალი 2023, 20:09 508 ნახვა

სლოვაკეთის თასის მერვედფინალურ შეხვედრაში ბრატისლავას სლოვანმა ბანსკა-ბისტრიცას „დუკლა“ 2:1 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა. სლოვაკურ გუნდში სამი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს, ძირითადში დაიწყეს გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძე 71-ე წუთზე შეცვლაზე შემოვიდა. ვლადიმერ ვაისის გაწვრთნილმა „სლოვანმა“ანგარიში 21-ე წუთზე გახსნა, როდესაც მალიკმა თავური დარტყმით გაიტანა. შესვენებამდე მეტოქე გუნდის ფეხბურთელმა ჰანესმა ანგარიში გაათანაბრა. მეორე ტაიმში ბრატისლაველები გააქტიურდნენ და 62-ე წუთზე ჩავრიჩის მიერ გატანილი ბურთით საბოლოო ანგარიში 1:2 დაფიქსირდა და მეოთხედფინალში გავიდნენ.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში