აჭარის მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარისგან გზების გაწმენდა აქტიურად მიმდინარეობს - აჭარის გზების დეპარტამენტი

08 თებერვალი 2023, 16:23 624 ნახვა

აჭარის მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარისგან გზების გაწმენდა აქტიურად მიმდინარეობს - ინფორმაციას აჭარის გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტების მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გაწმენდა მიმდინარეობს. ასევე იწმინდება კურორტ გომარდულთან მისასვლელი საავტომობილო გზა.

"ავტოტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელია ყველა მიმართულებით. მიმდინარე სამუშაოებს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე როლანდ ბოლქვაძე, სპეციალისტებთან ერთად ადგილზე გაეცნო", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი