თურქეთში, სტიქიის ზონაში საქართველოს კიდევ ორ მოქალაქეს ეძებენ.
საქართველოს ელჩის, გიორგი ჯანჯღავას ინფორმაციით, გუშინ საქართველოს კიდევ 4 მოქალაქე იპოვეს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ოთხივე უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი.
მისივე ცნობით, მაშველები ამ დრომდე ეძებენ 2 ადამიანს, რომლებიც ნანგრევებში არიან მოყოლილი.