4-მილიონი ლარი დაიხარჯება ქობულეთში, ცენტრალური პარკის რეაბილიტაციისთვის. ელექტრონული ტენდერი რამდენიმე დღეში გამოცხადდება.
ქობულეთის მერის ინფორმაციით, დაგეგმილია ცენტრალური პარკის ახალი და ძველი სივრცეების სრული რეაბილტაცია-განახლება, ახალი ნაგებობების დამატება კი არ იგეგმება.
პროექტის ფარგლებში ასევე დაიგება ახალი ფილები და დამონტაჟდება გარე განათებები.