„დინამო“ თბილისმა ჩემპიონთა ლიგის მეშვიდე ტურში ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტს „პრო რეკოს“ უმასპინძლა და 3:13 დამარცხდა.
შეხვედრის ოთხივე პერიოდი იტალიური გუნდის უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ 10 ბურთიანი სხვაობით იმარჯვეს.
მასპინძლებიდან გოლის გატანა, სტეფან პიეშივაცმა, ანდრია ვლაჰოვიჩმა და საბა ტყეშელაშვილმა მოახერხეს.
„დინამო“ თბილისს“ ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფში 7-დან 7 მარცხი აქვს და ბოლო ადგილზე იმყოფება.
მომდევნო შეხვედრას „დინამო“ 18 თებერვალს, ისევ „პრო რეკოსთან“ ამჯერად იტალიაში ითამაშებს.