მთავარი სპორტში

07 თებერვალი 2023, 19:47 285 ნახვა

საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში, „ეი-ტი-პი-ს“ (ATP-ის) 250-იანი კატეგორიის ტურნირის პირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ფრანგი კონსტან ლესტიენი იყო. ქართველმა ჩოგბურთელმა შეხვედრა სამ სეტში 6:7, 7:5, 6:2 მოიგო. პირველი სეტი ნიკოლოზმა კარგად დაიწყო, ბრეიკით იგებდა და 5:4-ზე სეტზე აწვდიდა, სადაც სეტ პოინტიც ჰქონდა, მაგრამ ფრანგმა მოახერხა ბრეიკიც შეასრულა საბოლოოდ პირველი სეტიც შემოატრიალა და ქართველ ჩოგბურთელს ტაი ბრეიკზე მოუგო. მეორე სეტიც საკმაოდ დაძაბული გამოდგა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა რამდენჯერმე წააგო თავისი ჩაწოდება, მაგრამ ახერხებდა ბრეიკის შესრულებას და ამ ჩამორჩენის აღმოფხვრას, საბოლოოდ 12 გეიმიან სეტში 7:5 მოიგო. მესამე სეტში უკვე მოახერხა ქართველმა ჩოგბურთელმა და უკვე მარტივად 6:2 მოიგო გადამწყვეტ სეტში, რისთვისაც 2 საათი და 32 წუთი დასჭირდა. ნიკოლოზი მომდევნო მერვედფინალურ ეტაპზე გავიდა სადაც მისი მეტოქე ფრანგ გრეგუარ ბარერსა და ყაზახ ალექსანდრ ბუბლიკს შორის გამარჯვებული იქნება.

საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრები დევისის თასის განახლებულ რეიტინგში 11 ადგილით დაწინაურდა და 205.25 ქულით მსოფლიოში 62-ე პოზიციაზე დამკვიდრდა, ევროპაში კი, ეს, 36-ე შედეგია. განახლებულ კლასიფიკაციაში საქართველოს უკან აღმოჩნდა რუსეთის ნაკრები, რომელიც საერთაშორისო ტურნირებზე დისკვალიფიკაციის გამო ვერ გამოდის. რუსებმა რეიტინგში ერთბაშად 48 ადგილი დაკარგეს და 199.88 ქულით მხოლოდ 64-ე საფეხურზე არიან. საქართველო ალექსანდრე ბაკშის,ზურა ტყემალაძის,ალექსანდრე მეტრეველის და საბა ფურცელაძის შემადგენლობით დევისის თასის მსოფლიო ჯგუფი II-ის საპლეიფო მატჩს ბოლივიას წინააღმდეგ თამაშობდა და სამხრეთამერიკელებს 4:0 სძლიეს. სწორედ ამ წარმატებულმა თამაშმა განაპირობა რეიტინგში ასეთი წინსვლა და მსოფლიო ჯგუფი I-სკენ მორიგი ნაბიჯი გადადგეს.ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია 9 თებერვალს ჩაატარებს წილისყრას და გაირკვევა, ვის დაუპირისპირდება საქართველოს ვაჟთა ნაკრები კიდევ ერთ საპლეიოფო შეხვედრაში.

გიორგი მიქაუტაძე აგრძელებს შესანიშნავ თამაშს, ქართველი ფეხბურთელის „მეცი“ ამიენს დაუპირისპირდა და 2:0 მოიგო, მას ორივე გოლში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული, მის ანგარიშზე 1 გოლი და 1 საგოლე პასია. 54-ე წუთზე გოლის გატანა მოახერხა, ხოლო 78-ე წუთზე კუთხური მოაწოდა და არტურ ატამ სხვაობა გაზარდა. ბოლო 5 თამაშში გიორგი მიქაუტაძეს 4 გოლი აქვს, ხოლო ბომბარდირთა დავაში 11 გოლით და 5 გადაცემით პირველ ადგილზეა და მას ჯოშ მაჯა ჩამორჩება, რომელსაც ასევე 11 გოლი და 3 საგოლე გადაცემა აქვს.მეცი 22 მატჩიდან 36 ქულით მე-4 პოზიციაზეა, ლიგა 1-ში ორი გუნდი გადადის - ლე ავრი გამოკვეთილი ლიდერია 47 ქულით, სოშოს და ზურიკო დავითაშვილის ბორდოს 39-39 ქულა აქვთ. 13 თებერვალს მეცი კაენს უმასპინძლებს, 11-ში ბორდო ნიორს ესტუმრება, სოშო კი ლე ავრს მასპინძლობს.

აზერბაიჯანის პრემიერლიგის 21-ე ტურში დავით ვოლკოვმა “საბაილის” კარში დუბლი შეასრულა. ქართველი ფეხბურთელის “საბაჰმა” კი საკუთარ მოედანზე “საბაილი” იოლად, 4:0 დაამარცხა.ვოლკოვმა მე-10 და 31-ე წუთებზე მოახერხა გოლების გატანა. ის 59-ე წუთზე შეცვალეს. 27 წლის თავდამსხმელს აზერბაიჯანის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 21 მატჩში 7 გოლი დაუგროვდა და ბომბარდირთა დავაში მეშვიდე ადგილზეა, გარდა ამისა, თასზე 3 თამაშში თავი 2-ჯერ გამოიჩინა. საბაჰი 52 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ ყარაბაღს სადაც ლუკა გუგეშაშვილი თამაშობს 5 ქულით ჩამორჩება, ხოლო უახლოეს მდევარ ნეფთჩს, სადაც კიდევ ორი ქართველი ფეხბურთელი საბა კვერკველია და ვატო არველაძე თამაშობს 8 ქულით უსწრებს.

ქართული ჭადრაკის ლიდერი ნანა ძაგნიძე წარმატებით თამაშობს ფიდეს ქალთა გრან პრიზე, რომელსაც გერმანიის ქალაქი მიუნხენი მასპინძლობს.ტურნირზე, სადაც მსოფლიოს უძლიერესი მოჭადრაკეები არიან შეკრებილნი, უკვე 5 ტური მიილია, ძაგნიძეს კი ჯერ პარტია არ წაუგია. მის ანგარიშზე 1 მოგება და 4 ყაიმია.საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების ლიდერმა, ნანა ძაგნიძემ მეხუთე ტურში თეთრი ფერის ფიგურებით ინდოელი ამფი კონერუს წინააღმდეგ ითამაშა და ყაიმი გააფორმა. 5 ტურის შემდეგ ქართველი მოჭადრაკის ანგარიშზე 3.5 ქულაა. ძაგნიძე მომდევნო პარტიას 8 თებერვალს გამართავს, მისი მეტოქე კი ჩინელი ჟუ ჯინერი იქნება. ქართველი მოჭადრაკე შავი ფიგურებით ითამაშებს. ქალთა გრან-პრის გათამაშებაში სულ 17 მოჭადრაკე მონაწილეობს. თითოეული ეტაპის საპრიზო ფონდი 80 000 ევროა, საიდანაც გამარჯვებულის წილად 15 000 მოდის. გრან-პრის სერიის ფარგლებში 4 ეტაპი გაიმართება, თითოეული მონაწილისთვის კი 3 ტურნირზე თამაშია სავალდებულო.

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის G ლიგაში გიორგი ბეჟანიშვილმა კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა. მისმა გუნდმა, „კოლეჯ პარკ სკაიჰოუკსმა“ კი „ვესტჩესტერ ნიქსი“ 126-112 დაამარცხა.ქართველი კალათბურთელი, სასტარტო შემადგენლობაში იყო, 37 წუთი ითამაშა ამ დროში კი მან ორმაგი დუბლი გაიფორმა 30 ქულის ჩაგდება მოახერხა 12 მოხსნაც მიითვალა და MVP-იც გახდა. პირველი მეოთხედის შემდეგ „სკაიჰოუკსი“ მხოლოდ ერთ ქულას იგებდა, მაგრამ ბეჟანიშვილის გუნდმა დიდი სხვაობით წინ გასვლა მეორე და მესამე მეოთხედებში მოახერხა და 19 ქულით დაწინაურდნენ. საბოლოო სხვაობა კი 14 ქულა დააფიქსირა. 8 მოგებითა და 8 მარცხით „სკაიჰოუკსი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზე იმყოფება. შემდეგ შეხვედრას „ატლანტა ჰოუკსის“ G ლიგის გუნდი 9 თებერვალს, კვლავ „ვესტჩესტერ ნიქსის“ წინააღმდეგ გამართავს.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 16-18 თებერვალს ისრაელის ქალაქ თელ ავივში გრანდ სლემზე წარსდგება. ამ დროისთვის, ტურნირზე 54 ქვეყნის 400-მდე ძიუდოისტია დარეგისტრირებული, რომელთა შორის საქართველოს ვაჟთა გუნდის 6 წევრიცაა: ლუხუმ ჩხვიმიანი, ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა ნადირაძე, მიხეილ ბახბახაშვილი, ბექა ღვინიაშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი. ამათგან მხოლოდ ლიპერტალიანია, რომელმაც გასულ უქმეებზე პარიზის გრანდ სლემზეც იასპარეზა, თუმცა, პირველივე ორთაბრძოლა წააგო და შეჯიბრს ნაადრევად გამოეთიშა. შარშან თელ ავივის გრანდ სლემზე ქართული დელეგაციის მონაგარი 3 მედალი იყო: ჩემპიონები გახდნენ ილია სულამანიძე და გურამ თუშიშვილი, ხოლო ეთერ ლიპარტელიანი ვერცხლს დაეუფლა.

პარიზი-2024-ის საორგანიზაციო კომიტეტის ცნობით, მარსელი გახდება საფრანგეთის პირველი ქალაქი, რომელიც პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის ოლიმპიურ ცეცხლს მიიღებს. ოლიმპიური ცეცხლი ათენიდან აიღებს გეზს, ხმელთა შუა ზღვას ევროპის ერთ-ერთი უძველესი სამანძიანი ხომალდით - Le Belem (1896) გადაკვეთს და მარსელის პორტში შევა. პარიზი XXXIII ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს 2024 წლის 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში