სამართალდამცავის მხრიდან ჩადენილი დანაშაულის სავარაუდო მსხვერპლებს სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის უფლება მიეცათ.
ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც საგამოძიებო უწყება დაზარალებულის სტატუსის არ მქონე პოტენციურ მსხვერპლებს, სისხლის სამართლის საქმესთან წვდომისა და საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობას აძლევს.
დღემდე ამ უფლებით მხოლოდ 59 საქმეზე ისარგებლეს მსხვერპლებმა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დანერგილი ახალი ინიციატივა ღიას და გამჭვირვალეს ხდის საგამოძიებო პროცესს. უწყების ხელმძღვანელის ინიციატივით, ევროპული სასამართლოს რეკომენდაციების საფუძველზე, ახალი სახელმძღვანელო დოკუმენტი შემუშავდა.