ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო, რომელიც 15 თებერვლამდე გაგრძელება. გამოცდები კი 20 თებერვლიდან 7 მარტის ჩათვლით ჩატარდება.
მოსწავლეებმა, რომელთაც ექსტერნატის ფორმით სურთ ზოგადი განათლების მიღება განცხადება იმ რესურსცენტრში უნდა შეიტანონ, რომელსაც თავიანთი სკოლა ექვემდებარება. მათ, ვინც სკოლაში არ სწავლობს შეუძლიათ ნებისმიერ რესურსცენტრს მიმართონ.
იქვე შეუძლიათ რეგისტრაციაზე წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალის დაზუსტება.