პარლამენტის საგაზაფხულო სესია

07 თებერვალი 2023, 11:30 625 ნახვა

დღეიდან, საგაზაფხულო სესიაზე დეპუტატების მსჯელობის ძირითადი საგანი ევროსაბჭოს დავალებების შესრულება იქნება. სწორედ ამ 12 პუნქტიან რეკომენდაციებს შორისაა დეპოლარიზაცია, თუმცა ამის მიუხედავად, სხდომის დარბაზში ოპოზიციის დიდი ნაწილი აღარ შევა,  რადგან დღეიდან „ნაციონალური მოძრაობა“ ისევ ბოიკოტის რეჟიმში გადადის.  

რაც შეეხება განსახილველ საკითხებს -  დეპუტატები მთელ გაზაფხულს  12-პუნქტიანი ევრორეკომენდაციის ფარგლებში ინიცირებული კანონროექტების განხილვას და მიღებას მოანდომებს.  მათ შორის არის "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში ცვლილებები და "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონი.

გარდა ამისა, პარლამენტის დღის წესრიგშია   ახალი სახალხო დამცველის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებისა და ცესკოს თავმჯდომარის არჩევის საკითხი, რაზეც პოლიტიკურ მხარეებს შორის ამ დრომდე კონსენსუსი ვერ შედგა. სწორედ გამჭვირვალე პროცესის შედეგად გავლენებისგან დამოუკიდებელი ადამიანების არჩევა ევროპის მთავარი დავალებაა. 

ამავე კვირაში შალვა პაპუაშვილი  პლენარულ სხდომაზე  პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმის შესახებ მოხსენებას წარადგენს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი