თურქეთში მიწისძვრის დროს დაღუპულთა რიცხვი 3 381-მდე გაიზარდა, სირიაში 1559-მდე

07 თებერვალი 2023, 12:39 1185 ნახვა

თურქეთში მიწისძვრის დროს დაღუპულთა რიცხვი 3 381-მდე გაიზარდა.

თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაშავებულია 20 426 ადამიანი.

მათივე ცნობით, სამძებრო-სამაშველო ოპერაციის ფარგლებში თურქეთში 7 800-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს.

მიწისძვრას სერიოზული ნგრევა მოჰყვა შემდეგ პროვინციებში: კაჰრამანმარაში, კილისი, დიარბაკირი, ადანა, ოსმანიე, გაზიანთეპი, შანლიურფა, ადიამანი, მალატია და ჰატაი. სტიქიის ზონაში 5775 საცხოვრებელი კორპუსი განადგურდა.

ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, არ დაბრუნდნენ დაზიანებულ სახლებში.

რაც შეეხება სირიას, ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1559-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობა კი - 3 648-ია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი