საგაზაფხულო სესია

06 თებერვალი 2023, 11:06 626 ნახვა

ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც კანონმდებლებს საგაზაფხულო სესიაზე გადასაწყვეტი აქვთ,  ახალი სახალხო დამცველის არჩევაა და იგი ევროსაბჭოს მოთხოვნებს შორის ერთ-ერთია. პროცესს კანონმდებლები ამჯერად მეორედ მიუბრუნდებიან, რადგან პირველ მცდელობაზე პარლამენტმა ახალი სახალხო დამცველის არჩევა ვერ შეძლო. 

არაერთი მცდელობის მიუხედავად, პოლიტიკურ მხარეებს შორის საერთო ენის გამონახვა კვლავ ვერ ხერხდება. პესიმისტურია მოლოდინებიც.

მმართველი გუნდი თვლის, რომ კონსესუსისთვის ისინი არა ერთ დათმობაზე უკვე წავიდნენ, პოზიციის შეცვლას არც უმრავლესობის ოპონენტები აპირებენ.

გამჭვირვალე პროცესის შედეგად, გავლენებისგან დამოუკიდებელი ადამიანის დანიშვნა ომბუდსმენის პოსტზე ევროკომისიის მე-12 პირობა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი