საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კვების რაციონი შედარებით გაფართოვდა - ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა განაცხადა.
ზურაბ ჩხაიძე იმედს გამოთქვამს, რომ ე.წ. გარე ძალები ექიმებს პაციენტთან მუშაობას დააცდიან. ის ასევე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ სასამართლო პროცესს, რომელიც მისთვის სასჯელის გადავადებას, ან გათავისუფლებას ეხება. ჩხაიძე განმარტავს, რომ ადვოკატები სრულიად მოუმზადებლები იყვნენ კლინიკის დირექტორის დაკითხვისას.
მიხეილ სააკაშვილის დედის განცხადებით, კი სასამართლო სხდომაზე, სადაც „ვივამედის“ დირექტორი ნინო ნადირაძე გამოკითხეს, რეალურ ვითარებაზე ნაკლები წარმოდგენა აქვს.