საგარეო ვაჭრობა, ფულადი გზავნილები და ინვესტიციები - რა გავლენა ექნებოდა საქართველოს ეკონომიკაზე, რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების დაწესებას ამის შესახებ პირველი კვლევა გამოქვეყნდა.
ექსპერტების განცხადებით ასეთი სცენარის შემთხვევაში საქართველო ორნიშნა ეკონომიკურ ვარდნას განიცდიდა. არსებობდა იმ ორნიშნა მაჩვენებლის დაკარგვის რისკი, რომელსაც საქართველო უკვე ორი წელია ინარჩუნებს.
კვლევის შედეგებზე საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ ორმხრივ სანქციებს არც თავიდან ემხრობოდნენ, ამის მიუხედავდ ნაწილი კვლევას ქვეყნის იმიჯისთვის დამაზიანებელს უწოდებს.
ხელისუფლების წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებაც საქართველოსთვის დადებითია და პარტნიორები ხედავენ, რომ საქართველო სწორად მოქმედებს.