ხელვაჩაურის გამგებლის ინფორმაციით, დაზარალებულ ოჯახს ერთჯერად დახმარებას ხელვაჩაურის გამგეობა გაუწევს. ნადიმ ვარჩანიძის თქმით, გორგაძეების ოჯახის მდგომარეობას შესაბამისი კომისია შეისწავლის. ხელვაჩაურის გამგებელი მოსახლეობას საცხოვრებელი სახლების თოვლისგან გაწმენდას მოუწოდებს.