ლა ლიგის მე-17 ტურში გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ მასპინძელ მადრიდის „რეალთან“ 2:0 დათმო. ქართველი გოლკიპერი ამჯერადაც ძალიან კარგი იყო, მან გუნდი 5- ჯერ იხსნა გაშვებული გოლისგან, შესვენებამდე მადრიდელებმა გაიტანეს.
კუთხურის შემდეგ ანტონიო რუდიგერმა თერთმეტმეტრიანის სიახლოვიდან ზუსტად დაარტყა და „ვალენსიას“ კარი აიღო, ვიდეორეფერიზე გადამოწმებისას ბენზემას მცველზე უხეში თამაში დაუფიქსირდა და გოლი არ ჩაითვალა, ტაიმი კი 0:0 დასრულდა. მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე 51-ე წუთზე მარკო ასენსიომ ზუსტი, ძლიერი და ეფექტური დარტყმით ანგარიში გახსნა. 4 წუთში კი ვინისიუსმა ანგარიშის ორამდე გაზრდა მოახერხა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
72-ე წუთზე ვალენსიური გუნდში გაბრიელ პაულისტამ წითელი ბარათი მიიღო და მადრიდულმა გუნდმაც ორბურთიანი უპირატესობა ბოლომდე მარტივად მიიყვანა. რომ არა მამარდაშვილის ბრწყინვალე თამაში, რეალ მადრიდი უფრო დიდი ანგარიშით გამარჯვებასაც მოახერხებდა.
ლა ლიგაში, 17 ტურის შემდეგ, „ვალენსია“ 20 ქულით მე-14 ადგილზე დარჩა და გავარდნის ზონას მხოლოდ ქულა აშორებს, „რეალმა“ 45 ქულა დააგროვა და ლიდერ „ბარსელონასთან“ სხვაობა შეამცირა რომელსაც 50 ქულა აქვს.