უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილი უკრაინას დაუყონებლივ გადასცეს. როგორც საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, უკრაინის მოქალაქის მიმართ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა ეწინააღმდეგება თბილისის ევროკავშირში გაწევრიანების დეკლარირებულ კურსს და მიუთითებს საქართველოში დემოკრატიისგან გადახვევაზე. თემაზე შეფასებები გაკეთდა საკანონმდებლო ორგანოში.