დებატები ევროპარლამენტში

02 თებერვალი 2023, 14:55 780 ნახვა

„მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, ჰუმანიტარული მიზნების გამო მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ უცხოეთში გაუშვან“ - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ ევროპარლამენტში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მდგომარეობის შესახებ გამართული დებატების დროს განაცხადა. 

ევროპარლამენტში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ „ევროპის სახალხო პარტიის“ წარმომადგენელმა კი შექმნილ ვითარებას  საქართველოს ხელისუფლების სამარცხვინო ქცევა უწოდა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია და უნდა შეწყდეს თამაში მასთან დაკავშირებით.

ევროპარლამენტში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მდგომარეობის შესახებ დებატები იმართება. ინიციატორი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგაა.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი