„საქართველოს ხელისუფლება კლავს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს“ - უკრაინის პრეზიდენტის ამ განცხადებას საქართველოს პარლამენტში აფასებენ.
ეს ბრალდება ვოლოდიმერ ზელენსკიმ კიევში ავსტრიის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააჟღერა.
ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ უკრაინის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ობიექტურად აფასებს, ხელისუფლების წევრები კი საპირისპიროს ფიქრობენ, მათი თქმით, ვოლოდიმერ ზელენსკის არასწორ ინფორმაციას აწვდიან.