Politico: შეძლებს თუ არა უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებას უახლოეს მომავალში

02 თებერვალი 2023, 10:52 463 ნახვა

შეძლებს თუ არა უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებას უახლოეს მომავალში - ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი ამ დრომდე არ აქვთ ევროკავშირის ლიდერებს, რომელებიც ხვალ კიევში ჩადიან. ამ საკითხზე სტატიას გამოცემა "პოლიტიკო" აქვეყნებს. მასში ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირი უკრაინის ბლოკში გაწევრიანების ვადებს არ აკონკრეტებს და ეს კიევის სამიტის პროექტშიც აღნიშნულია.

დოკუმენტი შეიცავს მხოლოდ ბუნდოვან გარანტიებს პროცესის წინსვლის შესახებ მას შემდეგ, რაც ევროკავშირის მიერ დადგენილი ყველა პირობა შესრულდება.

ერთ-ერთი მთავარი პირობა კი კორუფციასთან ბრძოლაა. ორდღიანი სამიტი კიევში ხვალ იხსნება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში