თავდაცვის მინისტრის ვიზიტი თურქეთში. ჯუანშერ ბურჭულაძე აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატში თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებს ყარსში შეხვდა.
სამი ქვეყნის თავდაცვის უწყებების პირველმა პირებმა რეგიონული განვითარებისა და თავდაცვის სფეროში არსებულ თანამშრომლობაზე იმსჯელეს.
ერთ-ერთი მთავარი საკითხი კი ერთობლივი სამხედრო წვრთნები და სწავლებები იყო. სწორედ მრავალეროვნული სწავლების „ზამთარი 2023“ საპატიო სტუმართა დღეზე დასასწრებად არის მიწვეული საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
ფართომასშტაბიან სამხედრო სწავლებას, რომელშიც 17 ქვეყანა, მათ შორის საქართველო მონაწილეობს, თურქეთი ყარსის პროვინციაში მასპინძლობს.