ბათუმში შშმ პირისთვის განკუთვნილ პარკირებაზე დარღვევით დგომისთვის მძღოლები 50 ლარის ნაცვლად 200 ლარით დაჯარიმდებიან.
ცვლილება ველობილიკზე არასწორი პარკირების მუხლსაც შეეხო. ჯარიმა გაორმაგდა, სამართალდამრღვევს 50-ის ნაცვლად 100 ლარის გადახდა მოუწევს.
მუნიციპალური ინსპექციის სამსახურმა ბოლო სამი თვის მონაცემები გამოაქვეყნა, ამ პერიოდში 9 296 სამართალდარღვევა დაფიქსირდა.