6 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი - 76 წლის ჰენრი კუპრაშვილის შედეგი ზამთრის ცურვის მსოფლიო ჩემპიონატზე

02 თებერვალი 2023, 11:10 521 ნახვა

ლეგენდარულმა ქართველმა მოცურავემ, 76 წლის ჰენრი კუპრაშვილმა მსოფლიო კვლავ გააოცა. ზამთრის ცურვის მე-13 მსოფლიო ჩემპიონატზე 76 წლის სპორტსმენმა სლოვენიაში,  ექვსი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი დაიმსახურა. 

ტურნირში 31 ქვეყნის სხვადასხვა ასაკის მოცურავე მონაწილეობდა, წყლის ტემპერატურა კი 5 გრადუსს შეადგენდა.

შეგახსენებთ, რომ 2002 წელს ჰენრი კუპრაშვილმა ხელფეხშეკრულმა „მხედრული კოლხურით“  3 საათსა და 15 წუთში დარდანელის სრუტე გადაცურა. მას ეკუთვნის ცურვის ეროვნული სახეობების შემსწავლელი პირველი ქართული სახელმძღვანელო.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი