ლუკა ლოჩოშვილის ''კრემონეზე'' იტალიის თასის ნახევარფინალში გავიდა

02 თებერვალი 2023, 10:37 667 ნახვა

ლუკა ლოჩოშვილის "კრემონეზემ" "რომა" დაამარცხა და იტალიის თასის ნახევარფინალში გავიდა. დავიდე ბალარდინის გუნდი 28-ე წუთზე სირილ დესერსმა პენალტით დააწინაურა, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში ზეკი ჩელიკმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და „კრემონეზე“ 2:0 დაწინაურდა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ანდრეა ბელოტის გოლით რომაელებმა სხვაობა შეამცირა, მაგრამ „რომა“ 1:2 დამარცხდა.

კრემონელებმა ორი კვირის წინ მერვედფინალში „ნაპოლი“ გააგდეს, ხოლო ამჯერად „სტადიო ოლიმპიკოზე“ „რომას“ მოუგეს. ქართველ მცველს ტრავმა აქვს და ამ შეხვედრაში არ უთამაშია. „კრემონეზე“ იტალიის თასის ნახევარფინალში, რომელიც უკვე ორრაუნდიანი იქნება, „ფიორენტინას“ დაუპირისპირდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი