მასწავლებლების პეტიცია

01 თებერვალი 2023, 14:40 876 ნახვა

მასწავლებლების პეტიცია საქართველოს განათლების სამინისტროს.  პედაგოგები  ითხოვენ 2022 წლის ზაფხულში ჩატარებული წამყვან-მენტორის პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარების საფუძველზე მასწავლებლებს მიენიჭოთ შესაბამისი სტატუსი.  მათი თქმით, გამოცდის ჩაბარების შემდეგ პრაქტიკული საქმიანობის შეფასებაც იგვიანებს და ასევე ბუნდოვანია წესებიც - რა შემთხვევაში და რა ვადებში მიენიჭებათ მათ ახალი სტატუსი და რატომ გახანგრძლივდა დროში ეს პროცესი.

სტატუსის ცვლილებით მასწავლებლების ანაზღაურებაც იზრდება. პეტიციის ხელმომწერების შეფასებით, სამართლიანი იქნება მასწავლებლებს გქონდეთ არჩევანი პროფესიული წინსვლის გზად გამოცდის ჩაბარებას აირჩევენ თუ პორტფოლიოს მომზადებას. 

პორტფოლიოში მასწავლებელი სასწავლო პროცესში მის მიერ განხორციელებულ აქტივობებს ასახავს. პროფესიული უნარების გამოცდა კი წამყვან-მენტორი მასწავლებლებისთვის გასულ წელს ამ ფორმატში პირველად ჩატარდა. 

პეტიციას 5 ათასზე მეტი მასწავლებელი აწერს ხელს. საქართველოს განათლების სამინისტროში კომენტარი არ გაკეთებულა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი