პარიზში საპროტესტო აქცია პოლიციამ ცრემლსადენი გაზით დაშალა

01 თებერვალი 2023, 10:55 604 ნახვა

პარიზში საპენსიო რეფორმის მოწინააღმდეგეთა აქცია პოლიციამ ცრემლსადენი გაზით დაშალა. საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მიერ ინიცირებული რეფორმის გასაპროტესტებლად მრავალრიცხოვანი აქციები საფრანგეთის ქალაქებში გუშინ გაიმართა.  ყველაზე მასშტაბური აქცია  იყო პარიზში, მასში 100 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.  

მოქალაქეთა  დიდი ნაწილი არ ეთანხმება მთავრობის გეგმას, რომელიც 2030 წლამდე საპენსიო ასაკის 62-დან 64 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს.

საფრანგეთის ხელისუფლება პოზიციების დათმობას არ აპირებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში