რეინტეგრაციის საკითხებში მოლდოვის ვიცე-პრემიერმა საქართველოში სამუშაო ვიზიტი დაასრულა. გამგზავრებამდე ოლეგ სერებრიანი თეა ახვლედიანთან ერთად ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭოს და ქალთა საკონსულტაციო პლატფორმის წევრებს შეხვდა.
მოლდოვის გამოცდილება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, არსებული გამოწვევები და პერსპექტივები; მშვიდობის მშენებლობაში ქალთა როლის გააქტიურება და ამ მიმართულებით ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვის შესაძლებლობა; ევროინტეგრაციის პროცესი - შეხვედრის მონაწილეებმა ამ საკითხებზე ისაუბრეს.
ვიზიტის ფარგლებში მოლდოვის დელეგაციამ შეხვედრები ასევე გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის სხვა წევრებთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, ამასთან, მოინახულა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელი ოძისი.