არგენტინელი ნახევარმცველი, მსოფლიო თასის გამარჯვებული ენცო ფერნანდესი კარიერას „ჩელსიში“ გააგრძელებს.
ლონდონურმა კლუბმა 22 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ "ბენფიკას" 121 მილიონი ევრო გადაუხადა და პრემიერ ლიგის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა, იქამდე ამ სტატუსს ჯეკ გრილიში ირგებდა, რომელიც "ასტონ ვილადან" "მანჩესტერ სიტის" გასულ ზაფხულს 105 მილიონ ევროდ შეუერთდა. ენცომ "არისტოკრატებთან" 8.5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
მიმდინარე სეზონში არგენტინელმა "ბენფიკას" მაისურით 17 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასითაც გამოირჩა.