ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს რუსების თავდასხმები და დაარტყეს მტრის საჰაერო თავდაცვის ორი სისტემის 22 კონცენტრაციის ზონას - ინფორმაციას უკრაინული მედია გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, მტერი არ წყვეტს შეტევითი ოპერაციებს ლიმანისა და ბახმუტის მიმართულებით. თუმცა ის განიცდის დიდ ზარალს. წარუმატებელ შეტევას ატარებს ავდეევსკის და ნოვოპავლოვსკის მიმართულებით.
" ბოლო დღის განმავლობაში დამპყრობლებმა განახორციელეს 5 საჰაერო და 6 სარაკეტო დარტყმა. განხორციელდა 65-ზე მეტი შეტევა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან. დაზარალდა სუმის, ხარკოვის, ნიკოლაევისა და ხერსონის რეგიონების დასახლებების სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში თავდაცვის ძალების ნაწილებმა მოიგერიეს დამპყრობლების თავდასხმები დონეცკის ოლქის იამპოლოვკას, სპირნოეს, რაზდოლოვკას, ბლაგოდატნოიეს, კრასნაია გორას, ბახმუტის, კლიშეევკასა და პარასკოვიევკას დასახლებებში"- ნათქვამია გენშტაბის ანგარიშში.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა ემზადება, რომ რუსეთმა ვერ შეძლოს ბრძოლის ველზე რევანში.