ქობულეთის საკრებულომ განაშენიანების გეგმაში ცვლილებები შეიტანა, რომლის თანახმადაც ზღვის სანაპიროზე, აღმაშენებლის 285 ნომერში 15-მეტრიანი შეზღუდვა იხსნება და სასტუმრო "ქობულეთი რიზორთი", 133 მეტრიან შენობა-ნაგებობას ააშენებს.
ასევე, აღმაშენებლის 277 ნომერში "დრიმლენდ ოაზისი" 35 და 25 სართულიან შენობებს ააშენებს. ორივე პროექტზე დეპუტატებს კითხვები ჰქონდათ საპარკინგე ადგილების არასაკმარის რაოდენობაზე და მწვანე საფარის შენარჩუნებაზე. საკითხი არქიტექტურის სამსახურმა წარადგინა.
სხდომაზე ორივე პროექტი მხარი დაუჭირეს, თუმცა ითქვა, რომ დამატებითი განხილვებისთვის პროექტის ხელმძღვანელებთან უნდა გაიმართოს შეხვედრები.
საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ორივე პროექტი ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარებას.
სხდომას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის წევრები ბოიკოტის ნიშნად არ ესწრებიან.