ენმ-ის ახალი თავმჯდომარე და საკადრო ცვლილებები - პოლიტიკური შეფასებები

31 იანვარი 2023, 14:13 489 ნახვა

არჩევნების შედეგით "ნაციონალური მოძრაობა" წარსულში დაბრუნდა - ასე აფასებს ლევან ხაბეიშვილის გამარჯვებას ოპოზიციის ნაწილი. ისინი პარტიასთან თანამშრომლობას აღარ გეგმავენ. მათი თქმით, ბოლო მოვლენებითაც დადასტურდა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" არანაირი სურვილი არ აქვს, პოლიტიკური ვითარება შეცვალოს ქვეყანაში.

ნიკა მელიას მხარდამჭერებმა ლევან ხაბეიშვილის არჩევის შემდეგ პარტიაში პოლიტიკურ თანამდებობები დატოვეს, მათ შორის რეგიონებში. თუმცა ამბობენ, რომ პარტიაში რჩებიან და ბრძოლასაც აგრძელებენ.

პარტიული თანამდებობები დატოვეს კობა ნაყოფიამ, აკაკი მინაშვილმა, ბაჩო დოლიძემ და გიორგი პატარაიამ. ბათუმში კი პარტიის თავმჯდომარის პოსტი დატოვა გიორგი კირთაძემ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი