ოთხი ავარიული სახლის დემონტაჟისა და ახალი კორპუსების მშენებლობისთვის ბათუმის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. ტენდერი 4 მისამართზე გამოცხადდა: ე.წ. შანხაის დასახლებაში, ხიმშიაშვილის 94-96 ნომერში, კახაბრის #30-სა და 26 მაისის ქუჩებზე.
სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებული კომპანია თებერვლის ბოლომდე უნდა გამოვლინდეს. კახაბრისა და ხიმშიაშვილის ქუჩებზე მშენებლობა სამი წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს, 18 თვეში 26 მაისის ქუჩაზე, ხოლო ე.წ. შანხაის დასახლებაში ახალი კორპუსის მშენებლობისთვის კომპანიას 2026 წლის ბოლომდე აქვს ვადა.
კორპუსებში სულ 800 -ი ბინა იქნება , აქედან 250 -მდე ბინა იმ ოჯახებს გადაეცემა, რომლებიც ამავე მისამართზე ცხოვრობენ., ხოლო დარჩენილი ფართები ბათუმის მერიის საბინაო ფონდში დარჩება.
„ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ სახელმწიფო პროგრამა იმ ოჯახების ბინებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს, რომლებიც ბათუმში წლებია ავარიულ შენობებში ცხოვრობენ. ასეთი ამ დროისთვის 3 000-ზე მეტი ოჯახია.