რუსეთის ბანკების მოგება შემცირდა

28 იანვარი 2023, 14:01 564 ნახვა

რუსეთის ბანკების მოგება 2022 წელს, წინა წელთან შედარებით 11,8-ჯერ შემცირდა. 2.4  ტრილიონი რუბლიდან 203 მილიარდ რუბლამდეა დაცემული, ეს კი ბოლო 7 წლის განმავლობაში ყველაზე უარესი მაჩვენებელია. ასეთი დაბალი მოგება რუსეთის ბანკებს ბოლოს 2015 წელს ჰქონდათ, როდესაც შემოსავლის სახით მათ 192 მილიარდი რუბლი მიიღეს.

RBC-ის ცნობით, 2022 წლის პირველ ნახევარში, შემოსავალი რეკორდულად დაეცა მინუს 1.5 ტრილიონამდე, რისი კომპენსირებაც უკვე წლის მეორე ნახევარში მოხერხდა.

საბანკო სექტორმა „სბერბანკის“ დახმარებით შეძლო მინუსში არ წასულიყო, აღნიშნულმა ბანკმა კი წელი 300 მილიონი დოლარის მოგებით დაასრულა. 

2023 წელს ცენტრალური ბანკი 1 ტრილიონი რუბლის მოგების პროგნოზს აკეთებს, „თუკი არ მოხდება სრულიად გაუთვალისწინებელი რყევები“.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი