ვახტანგ გორგასლის ქუჩის რეაბილიტაცია

27 იანვარი 2023, 17:46 735 ნახვა

ბათუმში ვახტანგ გორგასლის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ასფალტის საფარის დაგება ხდება ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე, თაყაიშვილისა და მელიქიშვილის ქუჩებს შორის მონაკვეთში. პროექტი ითვალისწინებს გორგასლის ქუჩის კეთილმოწყობას გრიბოედოვის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩამდე მონაკვეთში ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მიერთებებით. აღნიშნულ ქუჩაზე მოეწყობა სანიაღვრე სისტემა და ჭები, რეაბილიტირდება დაზიანებული ტროტუარები, ბორდიურები და ველობილიკი. სამუშაოების ღირებულება 1 მილიონ 600 ათას ლარს შეადგენს და მიმდინარე წლის 20 ივნისს უნდა დასრულდეს. ამავე პროექტის ფარგლებში უკვე დასრულდა ფარნავაზ მეფის ქუჩის რეაბილიტაცია, რისთვისაც 1 მილიონ 800 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა. სამუშაო პროცესს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმის მერთან არჩილ ჩიქოვანთან ერთად გაეცნო.

სოფო ხელაძე
წამყვანი

ამავე კატეგორიაში