ქობულეთის მერიამ 8 საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე გამოაცხადა, რისთვისაც აჭარის ბიუჯეტიდან დაახლოებით 300-ათას ლარამდეა გამოყოფილი.
სარეაბილიტაციო სამუშაოები: ფიჭვნარის, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6 და სოფელ აჭყვისთავი-ქაქუთის საბავშვო ბაღებს ჩაუტარდებათ.
ელექტრონული ტენდერში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება 7 თებერვალს სრულდება.