ისევ დაძაბულობისა და კრიტიკის, ურთიერთბრალდებების ფონზე გრძელდება შიდა პარტიული არჩევნები ენმ-ში. აზრი ამჯერადაც გაიყო პარტიის წევრებს შორის. ენმ-ს თავმჯდომარედ ისევ ნიკა მელიას არჩევის შემთხვევაში იგი პარტიის გენერალურ მდივნად გიორგი კირთაძის წარდგენას გეგმავს. ხაბეიშვილის მომხრეები აცხადებენ, რომ ჯერ ნაადრევია იმაზე საუბარი ვინ რა თანამდებობას ჩაიბარებს პარტიაში, რადგან წინ მთავარი-არჩევნების შედეგებია. ენმ-ში მხოლოდ ნიკა მელიას განცხადებას არ იწუნებენ და ახლა პირიქით, ნიკა მელიას ფლანგის კრიტიკის სამიზნე გახდა ლევან ხაბეიშვილის განცხადება,რომელმაც თქვა, რომ თუ საჭირო გახდა, მიხეილ სააკაშვილს ფიზიკურად გამოიხსნის. სხვა ოპოზიციურ პარტიებში კი ფიქრობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ხმამაღალი განცხადებები სხვა ოპოზიციურ ჯგუფებსაც აზიანებს. მმართველი გუნდი კი ნაციონალური მოძრაობის განცხადებებში რადიკალიზმს კითხულობს.