24 თებერვალს დაგეგმილი აქცია - პოლიტიკური შეფასებები

24 იანვარი 2023, 14:10 1256 ნახვა

24 თებერვალს 3 ოპოზიციური პარტიის მიერ დაგეგმილ აქციას, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის 1 წლის თავს მიეძღვნება, ხელისუფლების ოპონენტების მხოლოდ ნაწილი შეუერთდება.

პარტია გირჩისა და საქართველოსთვის ლიდერები უკრაინას ღია, საჯარო მხარდაჭერას გამოუცხადებენ თუმცა რუსთაველზე დაგეგმილ აქციაზე არ მივლენ.

ცალკეული დამოუკიდებელი ოპოზიციონერი დეპუტატი გეგმავენ აქციის ორგანიზატორების მიერ გაკეთებულ განცხადებებს დააკვირდნენ  და საკუთარი პოზიცია მხოლოდ ამის შემდეგ გაახმოვანონ.

მმართველი გუნდის განცხადებით, კი აზრის გამოხატვის თავისუფლება და სივრცე ოპოზიციისთვის შეზღუდული არასდროს ყოფილა, თუმცა, მათივე განცხადებით, ცხელი გაზაფხულის დაანონსება ოპოზიციური პარტიების მხრიდან წარუმატებელი მცდელობა იქნება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში