ესტონეთი და ლატვია რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტენ

24 იანვარი 2023, 11:02 428 ნახვა

ბალტიისპირეთის ორმა ქვეყანამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტის შესახებ განაცხადეს. ლატვიამ და ესტონეთმა მოსკოვიდან თავიანთი ელჩები გამოიწვიეს. მანამდე ლატვიამ სოლიდარობა გამოუცხადა ესტონეთს, რომლის ელჩი რუსეთმა ტოტალური რუსოფობიის ბრალდებით  ქვეყნიდან გააძევა. 

რუსეთმა გადაწყვიტა ესტონეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დონე შეამციროს რწმუნებულამდე და რუსეთის ფედერაციაში ესტონეთის ელჩს მარგუს ლაიდრის დაევალა, 7 თებერვლამდე დატოვოს ქვეყანა.

რუსეთის გადაწყვეტილების საპასუხოდ დიპლომატიური მისიის შემცირებაზე, ესტონეთმა რუსეთის ელჩს ქვეყნის დატოვება 7 თებერვლამდე უბრძანა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი