გასულ წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 3.5 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო - მონაცემებს ტურიზმის ადმინისტრაცია აქვეყნებს. უწყების ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი რეკორდულია და 2021 წელთან შედარებით, მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 182 %-ით.
რაც შეეხება ტურიზმის აღდგენის დინამიკას – გასულ წელს 5.4 მილიონი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა.
ტურიზმის ეროვნულია ადმინისტრაციის მონაცემებით, ტურიზმის აღდგენის დინამიკით გამოირჩეოდა დეკემბერი.
ამ პერიოდში საქართველოში ნახევარ მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი დაფიქსირდა.