სკოლის დირექტორის სასერთიფიკატო გამოცდების 1 ეტაპი დღეს დასრულდა. 3200 კანდიდატი ხუთი საათის განმავლობაში აბარებდა შესაბამის ტესტირებას.
კონკრეტულად აჭარაში 229 დირექტორი უნდა შეარჩიონ, ვინაიდან მსგავსი გამოცდა უკვე წლებია არ ჩატარებულა.
სპეციალისტები ყინულის დაძვრას მიესალმებიან და თვლიან, რომ აუცილებელია ყველა სკოლას სათანადო დირექტორი ჰყავდეს.