„იუვენტუსის“ შემდეგ შესაძლოა კაპიტალის ხელოვნური ზრდის სკანდალში „ნაპოლიც“ აღმოჩნდეს

22 იანვარი 2023, 17:52 699 ნახვა

იტალიური გამოცემის La Repubblica-ს ინფორმაციით, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო „ნაპოლის“ საქმეზე. პროკურორი ჯუზეპე კინე ნეაპოლელებს ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას სთხოვს.

პროკურატურა მიიჩნევს, რომ ფრანგულ „ლილს“ ოსიმენის ტრანსფერის სანაცვლოდ „ნაპოლიმ“ თავის დროზე ფულის გარდა, ახალგაზრდული გუნდიდან 4 ფეხბურთელი დაუთმო, რათა ხელოვნურად გაეზარდათ კაპიტალური ნამატი. აღსანიშნავია, რომ "ლილში" არცერთ მათგანს არ უთამაშია და გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვეს.

ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს იტალიის პროკურატურა, თუმცა შესაძლოა, ნეაპოლელები ზუსტად ისე დაისაჯონ, როგორც ტურინის „იუვენტუსი“.

შეგახსენბთ, რომ იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ "იუვენტუსს" სხვადასხვა ყალბი აღრიცხვისთვის და ფინანსური გარიგებისთვის ჩემპიონატში 15 საჯარიმო ქულა დააკლო.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი